მთავარი,სიახლეები

გენშტაბის ცნობით, უკრაინამ რუსეთის 278 თავდასხმა მოიგერია ერთ დღეში

17.12.2025
გენშტაბის ცნობით, უკრაინამ რუსეთის 278 თავდასხმა მოიგერია ერთ დღეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 17 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინამ მტრის 278 თავდასხმა მოიგერია ფრონტის ხაზზე – ეს რუსეთის თავდასხმების ყველაზე დიდი რაოდენობაა ერთ დღეში, სულ მცირე, დეკემბრის დასაწყისიდან.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 278 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მტერმა 74 საჰაერო დარტყმა განახორციელა და 179 მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდო“ – წერს უკრაინის გენშტაბი და აქვე მიუთითებს, რომ თავდასხმისას გამოყენებული იქნა 3 523 დრონი.

გენშტაბის ცნობით, ჩრდილოეთ სლობოჟანსკის და კურსკის მიმართულებით უკრაინელებმა 15 თავდასხმა მოიგერიეს, სამხრეთ სლობოჟანსკის მიმართულებით კი, სხვადასხვა სოფელთან, მტრის ცხრა შეტევა შეაჩერეს.

კუპიანსკის მიმართულებაზე რუსეთმა 24 შეტევა განახორციელა, 27 შეტევა – ლიმანის მიმართულებაზე და 24 – კონსტანტინოვკას მიმართულებით.

ყველაზე მეტი, 82 შეტევა განხორციელდა პაკროვსკის მიმართულებაზე. 

უკრაინის გენშტაბი წერს, რომ რუსი სამხედროების დანაკარგმა ბოლო 24 საათში 1730 შეადგინა.

_________________

ფოტო: უკრაინის გენშტაბი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: