უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 169 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 373 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 23 628 ერთეული [+3]
- საარტილერიო სისტემა – 34 709 ერთეული [+21]
- MLRS – 1 550 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 430 ერთეული [+2]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 85 174 ერთეული [+214]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 995 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 68 351 ერთეული [+109]
- სპეცტექნიკა – 4 008 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 668 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 99 114 უპილოტო საფრენი აპარატი
- 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 294 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 621 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 31 587 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 47 814 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია
უკრაინა ამერიკელებთან სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდა, რუსეთის პასუხი ჯერ უცნობია – მედია






