უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 135 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 283 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 23 458 ერთეული [+5]
- საარტილერიო სისტემა – 33 972 ერთეული [+34]
- MLRS – 1 526 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 230 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 73 826 ერთეული [+440]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 880 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 65 356 ერთეული [+128]
- სპეცტექნიკა – 3 981 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 668 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 92 178 უპილოტო საფრენი აპარატი
- 633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 25 644 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 605 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 30 751 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 44 733 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ამერიკამ სანქციები დაუწესა უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, ლუკოილსა და როსნეფტს






