მთავარი,სიახლეები

მზია უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ – საერთაშორისო ადვოკატი

05.08.2025
მზია უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ – საერთაშორისო ადვოკატი

მზია ამაღლობელის საერთაშორისო ადვოკატი კილან გალაჰერი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს  უსამართლო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წარმოიშვა ინციდენტიდან, რომელშიც ის მსხვერპლი იყო და არა დამნაშავე.

„ეს საშინელი საქმე მზიას გასაჩუმებლად და სხვების დასაშინებლად არის შექმნილი… მზიას საქმე სიმბოლურად გამოხატავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას საქართველოში ავტორიტარული „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ“, – აცხადებს კილან გალაჰერი.

როგორც კილან გალაჰერი აცხადებს, თუ მზია ამაღლობელი არ გათავისუფლდება, მიმართავენ საერთაშორისო ზომებს, რათა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პასუხი აგოს.

„მზია უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ. თუ არა, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ საერთაშორისო ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი აგოს მზიას უფლებების  და საქართველოში ფართო საზოგადოების უფლებების დარღვევისთვის“, – აცხადებს კილან გალაჰერი.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში უკვე დასრულდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: