ბერლინი და ოსლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ერთობლივად დაფინანსებას გეგმავენ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ ოსლო მზადაა, უკრაინას „პატრიოტის“ სისტემების შესყიდვაში დაეხმაროს.
ნორვეგიის პრემიერმა ეს განცხადება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია და ნორვეგია მომავალში უსაფრთხოებისა და შეიარაღების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ.
14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები ამერიკულ იარაღს, ძირითადად „პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს შეიძენენ და უკრაინას გადასცემენ.
გერმანიამ, დანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ამ სქემაში მონაწილეობისთვის.






