რუსეთმა 16 ივლისს, გამთენიისას, უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის ვინიცაზე, კრივოი როგსა და კრამატორსკზე, მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა.
რუსეთის დარტყმის ძირითადი სამიზნე იყო ქალაქები: კრივოი როგი, ხარკოვი და ვინიცა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ვინიცაში თავდასხმის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა; კრივოი როგში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა, დაშავდა 17 წლის ბიჭი, ქალაქ ხარკოვში კი 15-16 ივლისს სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შემდეგად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა 16 ივლისს უკრაინას „ისკანდერის“ რაკეტებითა და 400 „შაჰედის“ ტიპის დრონით შეუტია.
ოფიციალური განცხადების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის 198 დრონი და 145 დრონის იმიტატორი დაიკარგა ან უკრაინელებმა ჩაახშეს ელექტრონული საშუალებით.






