უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 018 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
- ტანკი – 10 976 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 22 915 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 29 689 ერთეული [+24]
- MLRS – 1 425 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 189 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 420 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 624 ერთეული [+147]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 394 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 53 508 ერთეული [+93]
- სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 66 160 უპილოტო საფრენი აპარატი
- 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 079 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 26 765 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 37 447 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა






