სიახლეები

ივანიშვილის პრესსამდივნო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანონსის მოლოდინში

30.05.2012
ივანიშვილის პრესსამდივნო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანონსის მოლოდინში

ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს,მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირობის დაცვას ითხოვს.
“ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებას.
“ბიზნესმენის პრესსამდივნო კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას, ღიად დაადასტუროს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, პირდაპირ ეთერში მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ტრანსლირება და განცხადებაშივე მიუთითოს დანიშნული პრესკონფერენციის თარიღი და მისი ხანგრძლივობა. შეთანხმება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 2011 წლის 1-ელ ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს შორის 24 ოქტომბერს შედგა. მაშინვე მოხდა შეთანხმება, რომ დანიშნული პრესკონფერენციის დეტალებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში დააზუსტებდა. ამ შეთანხმების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ სატელეფონო ზარით სთხოვა გია ჭანტურიას გაკეთებულიყო მათი მხრიდან ოფიციალური განცხადება, რაც დღემდე არ შესრულებულა და პრესსამდივნოს თხოვნას გია ჭანტურიას მხოლოდ სარკაზმით სავსე პასუხი მოჰყვა.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მზაობას, შეხვდეს და უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს და კიდევ ერთხელ მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან, განცხადების საფუძველზე მოახდინოს საკუთარი მაყურებლის ინფორმირება პრესკონფერენციის თარიღისა და მისი ხანგრძლივობის (30-40 წუთი) შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელმა განაცხადა,რომ ”ძალაში ტოვებს შეთავაზებას – თუ ივანიშვილი პრესკონფერენციას ჩაატარებს, მაუწყებელი უზრუნველყოფს პირდაპირ ტრანსლირებას – სამშაბათს, 1 ნოემბერს, 16.00 საათზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.