სიახლეები

აჭარის მთავრობა მაიამიში

30.05.2012
აჭარის მთავრობა  მაიამიში

ავტორი:ნათია ზოიძე

აჭარის მთავრობა ამაერიკაში გაემგზავრა. აჭარა მაიმიში საკრუიზო გამოფენაზე „Crusie Shipping Miami“–ზე წარსდგება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის მთავრობის თავჯდომარე ლევან ვარშალომიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოს წარმომადგენელი ეკა ჭანიშვილი,აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზაზა გუმბერიძე და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან მჟავანაძე.
„Crusie Shipping Miami“ –ზე აჭარა მეორედაა წარმოდგენილი. აჭარის დელეგაცია შავი ზღვის სხვადასხვა საპორტო ქალაქებთან ერთად ბათუმის ტურისტულ და საკრიუზო პოტენციალს საგამოფენო სტენდზე წარადგენს.

გამოფენის ფარგლებში ლევან ვარშალომიძე მსოფლიოს წამყვანი საკრუიზო ასოციაციების, პორტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდება. მთავრობის თავმჯდომარე მათთან აჭარაში საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

გარდა ამისა, ლევან ვარშლომიძე მოლაპარაკებებს გამართავს მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილესი საკრუიზო კომპანიის „როიალ კარიბიანის“ ხელმძღვანელებთან და ბათუმის პორტის განვითარების პროექტის დეტალებს გაეცნობა. აჭარის მთავრობას ამ ამერიკულ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებს, რომელიც გასული წლის ზაფხულში გაფორმდა. „როიალ კარიბიანმა“ ბათუმის პორტის განვითარება უნდა უზრუნველყოს, რომელის შედეგადაც ბათუმის პორტი დიდი მოცულობის საკრუიზო გემების მიღებას შეძლებს.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ნატანებიდან სარფამდე შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიღრმისეულ კვლევას უკვე აწარმოებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.