სიახლეები

“რესპუბლიკური პარტიის” საგანგებო განცხადება

30.05.2012
“რესპუბლიკური პარტიის” საგანგებო განცხადება

რესპუბლიკური პარტიის განცხადება სოციალურ ქსელში „ფეისბუქში“ გავრცელდა. უცვლელად გთავაზობთ საგანგებო განცხადების სრულ ტექსტს.
„დღეს სრულიად ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთის მიყოლებით დანაშაულებრივი შეცდომების გზას დაადგა და საკუთარი მოქმედებებით ქვეყანა მორიგი დაძაბულობისკენ მიჰყავს.
“რესპუბლიკური პარტია” სრულიად ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სურვილი ბიძინა ივანიშვილი დანაშაულებრივი გზით ჩამოაშოროს პოლიტიკურ პროცესს, არის კიდევ ერთი მცდელობა, მოკლას ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და ქვეყანას უმძიმესი არჩევანის წინაშე აყენებს.
მოქალაქეობის სამართლებრივად აბსურდული და პოლიტიკურად გაუგებარი ჩამორთმევა, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის მეგობრის დაკავება, სატელევიზიო ისტერია მანამდე ხელისუფლების დიდი მეგობრისა და ქველმოქმედისწინააღმდეგ,რუსული ინტერესების გამტარებლად ივანიშვილის გამოცხადება, ბანკი “ქართუს” წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული დღევანდელი მოქმედებები, ბიძინა ივანიშვილის დაცვისათვის იარაღის ჩაბარების მოთხოვნის წაყენება და ბოლო, სრულიად აბსურდული განცხადებები ვიზისა და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ, როდესაც მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტი მხოლოდ ერთი კვირის გამოცემულია, ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ დაერთმნიშვნელოვნად ცდილობს პოლიტიკური ტერორის, პოლიტიკურ ჟანდარმერიად ქცეული პოლიციისა და პროპაგანდის საშუალებებით გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს.
“რესპუბლიკური პარტია” მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილთან, სხვა
პარტნიორებთან ერთად შესაძლებელი და აუცილებელია სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის უკიდურესად სახიფათო რეჟიმის დაძლევა. ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა ჩვენი არჩევანია. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ გზაზე ბევრი საფრთხეა, ეს გზა უკიდურესად სარისკოა, წინ ბევრი ბარიერია – ბრძოლას მიჩვეული ვართ. რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვაპირებთ ამ საფრთხეებთან გამკლავებას და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.