სიახლეები

კალაძის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბის ოფიციალური განცხადება

30.05.2012
კალაძის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბის ოფიციალური განცხადება

ავტორი: ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი – „შავი ზღვის მეკობრეების/Black Sea Pirates“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე ნაკრებიდან წავიდა.
1993 წლიდან კახამ საქართველოს 17, 19, 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებში, საერთო ჯამში, 92 მატჩი ჩაატარა. ნაკრებში თამაშობდა მაშინაც კი, როდესაც, მას ძმა მოუკლეს. ეროვნულ გუნდში გამოსვლაზე უარი არასოდეს უთქვამს.

კახას ევროპული წარმატებები, თითოეული ჭეშმარიტი ქომაგისათვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საამაყოა.

სამწუხაროა, რომ გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა, კალაძე მხოლოდ იტალიის ნაკრებთან თამაშის დროს, საკუთარ კარში გატანილი ბურთებით დაიმახსოვრა და „გააცილა“.

„შავი ზღვის მეკობრეები“ მივიჩნევთ, რომ კახა კალაძე წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ღირსეული კაპიტანი იყო. ჩვენ პატივს ვცემთ ყოფილი კაპიტნის გადაწყვეტილებას. ნაკრებში გატარებული წლებისთვის კი მადლობას ვუხდით მას.

ჩვენი ფანკლუბი 2011 წლის 17 აგვისტოს შეიქმნა. „მეკობრეები“ ბათუმის „დინამო“-სა და ქართული ფეხბურთის სიყვარულმა შეგვკრიბა. ამ მცირე დროის განმავლობაში კლუბის წევრებმა და გულშემატკივრება ერთმანეთს კარგად გავუგეთ. დღეს ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

ეს კი ჩვენი პირველი ოფიციალური განცხადებაა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტნის, კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლას ეხება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.