ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 20 ოქტომბერს განაგრძეს სახმელეთო ოპერაციები ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.
ანალიტიკოსების ცნობით, 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთ სოფელ კრინკიში, ქალაქიდან ხერსონიდან აღმოსავლეთით, მიიწევენ წინ. SW-ის ანგარიშში მოჰყავს რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინელები მაგრდებიან კრინკის მახლობლად.
ამავე დროს, რუსული და უკრაინული წყაროები მიუთითებენ, რომ ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსული სამხედრო ქვედანაყოფები ნაკლებად ეფექტურები არიან, ვიდრე რუსეთის სხვა ძალები ფრონტზე.
ანგარიშში მიმოხილულია ამჟამინდელი სიტუაცია ავდიივკასთან, რომელიც ბოლო კვირებია ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.
ანალიტიკოსები ღია წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 20 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა განაახლეს შეტევა ავდიივკასთან და ოდნავ დაწინაურდნენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული სამხედრო სარდლობა აგრძელებს შეტევითი ოპერაციებს ამ რაიონში დიდი დანაკარგების დანაკარგების მიუხედავად.
ამავე დროს, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დააზიანეს და გაანადგურეს თითქმის 50 რუსული ტანკი და 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა ავდიივკას მახლობლად ბოლო 24 საათში. 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები რუსულ საარტილერიო სისტემას, TOS-1-ს უტევს ავდიივკას მახლობლად.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევა ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში, მაგრამ წინსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ არის.






