მთავარი,სიახლეები

უკრაინელი მებრძოლები წინ მიიწევენ კლეშჩეევკასა და ანდრეევკასთან – გენშტაბი

12.10.2023
უკრაინელი მებრძოლები წინ მიიწევენ კლეშჩეევკასა და ანდრეევკასთან – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 12 ოქტომბრის ცნობების თანახმად, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს რუსების თავდასხმები დონეცკის ოლქის სოფელ ანდრეევკასთან.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის სამხრეთით და ჰქონდათ წარმატება კლეშჩეევკას აღმოსავლეთით და ანდრეევკას აღმოსავლეთით.

ამავე დროს, ლიმანის მიმართულებით უკრაინელები ცდილობენ შეაკავონ რუსეთის შეტევა მაკეევკას რაიონში. „აქ უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 15-ზე მეტი შეტევა“ – წერს გენშტაბი.

ასევე, 12 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა მორიგი საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინის მასშტაბით „შაჰედებით“.

გენშტაბის ცნობით გასულ 24 საათში უკრაინაში 95 შეტაკება მოხდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: