უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 264 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
- ტანკი – 4 476 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 8 649 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 5 582 ერთეული [+22]
- MLRS – 739 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 502 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 444 ერთეული [+11]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 447 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 102 ერთეული [+59]
- სპეცტექნიკა – 841 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 467 თვითმფრინავი
- 247 ვერტმფრენი
- 6 352 უპილოტო საფრენი აპარატი
- 435 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 634 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 147 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 197 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 660 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„იარაღი, რომელიც გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინულია“ – დანილოვი






