უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 253 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
- ტანკი – 4 298 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 8 335 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 5 072 ერთეული [+19]
- MLRS – 713 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 477 ერთეული [+5]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 313 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 204 ერთეული [+3]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 379 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 543 ერთეული [+20]
- სპეცტექნიკა – 760 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 458 თვითმფრინავი
- 246 ვერტმფრენი
- 5 708 უპილოტო საფრენი აპარატი
- 429 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 274 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 862 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 207 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
- ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.






