მთავარი,სიახლეები

„ორჯერ წამიღო მეწყერმა“ – რას ამბობს კაცი, რომელმაც ღვარცოფიდან ბავშვი გამოიყვანა

04.08.2023
„ორჯერ წამიღო მეწყერმა“ – რას ამბობს კაცი, რომელმაც ღვარცოფიდან ბავშვი გამოიყვანა

ახალგაზრდა კაცი ღვარცოფში ზურგზე ბავშვით – ფოტო „მთის ამბებმა“ გაავრცელა 3 აგვისტოს, რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ.

მედიის ცნობით, კაცი ზურგზე ბავშვით, დავით ჯალაძეა, რომელმაც დისშვილი გამოიყვანა სტიქიის ზონიდან. მან ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ის ორჯერ წაიღო მეწყერმა:

„შოვიდან მოვდიოდით, მინერალურია წყალია და იქ გავჩერდით, რომ დავიძარით, ხიდზე გადმოვედით და ვეღარ წამოვედით.

წინიდანაც და უკნიდანაც ზვავი მოდიოდა, როგორღაც გადავრჩით, ორჯერ წამიღო“.

რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 12:00] ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 35 ადამიანთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება.

დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.

შსს-ს თქმით, „სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები“.

4 აგვისტოს 09:40 საათზე გავრცელებულ განცხადებაში შსს ამბობს, რომ „ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი“.

______________

ფოტო: მთის ამბები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: