უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 226 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
- ტანკი – 4 036 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 7 834 ერთეული [+14]
- საარტილერიო სისტემა – 4 083 ერთეული [+28]
- MLRS – 626 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 386 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 308 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 492 ერთეული [+10]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 261 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 772 ერთეული [+21]
- სპეცტექნიკა – 563 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 444 თვითმფრინავი
- 240 ვერტმფრენი
- 4 804 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 371 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 131 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 246 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 213 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინამ სავარაუდოდ დაიბრუნა 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი






