მთავარი,სიახლეები

რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ოფიცრების შემადგენლობაში – ბრიტანეთის დაზვერვა

30.05.2022
რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ოფიცრების შემადგენლობაში – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე 30 მაისის განახლებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას აფასებს და ოფიცრებს შორის გამანადგურებელი დანაკარგის მიზეზად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას და ცუდ დისციპლინას ასახელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ ბატალიონებისა და ბრიგადების მეთაურებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ, რადგან არმიის ხელმძღვანელობა დანაყოფების მოქმედებაზე პასუხისმგებლობას უშუალოდ მათ აკისრებს. ისევე, როგორც უმცროს ოფიცრებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ეხელმძღვანელათ ყველაზე დაბალი რანგის ტაქტიკური მანევრებისთვის, რადგან არმიაში სერჟანტის უფლებამოსილებით აღჭურვილი, კარგად მომზადებული კადრების ნაკლებობაა.

სწორედ ისინი ასრულებენ ამ მოვალეობას დასავლეთის სამხედრო ძალებში.

„პროფესიონალი ოფიცრების ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, გააღრმავებს მეთაურობისა და მართვის მოდერნიზაციის ისედაც არსებულ პრობლემებს.

მეტიც, ტაქტიკური ჯგუფების ბატალიონები, რომლებიც უკრაინაში გადარჩენილი ნაწილებისგან და სხვადასხვა დანაყოფისგან იქმნება, უმცროსი მეთაურების ნაკლებობის გამო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანები და ბრძოლისუნარიანები გახდებიან“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება მიუთითებს, რომ უკრაინიდან მიღებული ცნობებით, რუსეთის ძალებში ადგილი აქვს ლოკალურ აჯანყებებს.

„ამ ფონზე, ასეულებისა და ოცეულების გამოცდილი, სანდო მეთაურების ნაკლებობა, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დააქვეითებს რუსეთის არმიის საბრძოლო განწყობას და უარყოფითად იმოქმედებს მის ისედაც ცუდ დისციპლინაზე“.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.

მთავარი ფოტო: 24tv.ua

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: