მთავარი,სიახლეები

თურქეთის პრეზიდენტს კოვიდი დაუდასტურდა

05.02.2022
თურქეთის პრეზიდენტს კოვიდი დაუდასტურდა

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამის შესახებ ერდოღანი თავად წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

„ჩემი და ჩემი ცოლის ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითია. ვაგრძელებთ სახლში მუშაობას“ – წერს ის ფეისბუქზე.

ერდოღანი 2 დღის წინ უკრაინაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შესახვედრად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: