მთავარი,სიახლეები

დააკავეს კაცი, რომელმაც „სოკარის“ სადგური დააყაჩაღა და 135 ლარი წაიღო – შსს

09.06.2021
დააკავეს კაცი, რომელმაც „სოკარის“ სადგური დააყაჩაღა და 135 ლარი წაიღო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში, ქალაქ ოზურგეთში,  ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1970 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი კ.ჭ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 ივნისს, ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, გადაჭრილი სანადირო თოფის – ე.წ. აბრეზის მუქარით ოპერატორს 135 ლარი გასტაცა და მიიმალა“, – წერს შსს.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: