პირველი თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 9 9 056 კვლევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 194 პირი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა
- აჭარაში – 15
- იმერეთში – 37
- ქვემო ქართლში –19
- შიდა ქართლში – 21
- გურიაში – 3
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 28
- კახეთში –17
- მცხეთა-მთიანეთში – 6
- სამცხე-ჯავახეთში – 12
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 5 422 ადამიანი. აქედან 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 569 მძიმე პაციენტია.






