მთავარი,სიახლეები

ხვალ, 23 ოქტომბერს, წყალი შეწყდება ბარცხანაში და ბათუმის 18 ქუჩაზე

22.10.2019
ხვალ, 23 ოქტომბერს, წყალი შეწყდება ბარცხანაში და ბათუმის 18 ქუჩაზე

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 23 ოქტომბერს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

[crosslist]

  • ბარცხანის დასახლებას
  • იმედაშვილის ქუჩას
  • ბაქოს ქუჩას
  • მაქაცარიას ქუჩას
  • მერკვილაძის ქუჩას
  • კანდელაკის ქუჩას
  • შავშეთის ქუჩას
  • ნონეშვილის ქუჩას
  • ბაქრაძის ქუჩას
  • ქათამაძის ქუჩას
  • თამარ მეფის გამზირს
  • ჭიჭინაძის ქუჩას
  • აგარაკის ქუჩას
  • ლორთქიფანიძის ქუჩას
  • დიასამიძის ქუჩას
  • შრომის ქუჩას
  • კაზინეცის ქუჩას
  • ქათამაძის შესახვევს
  • ნობელების ქუჩას

[/crosslist]

„ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: