
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონების ირგვლივ ბორდიურები და რკინის ღობე მოეწყობა, რომლის სიმაღლეც 80 სანტიმეტრი იქნება. გარდა ამისა, სათამაშო მოედნებზე სპეციალური ქვიშა დაიყრება.

ამ ეტაპზე სამუშაოები ტაბიძის 15-ში ხორციელდება. დაგეგმილია 17 საბავშვო ატრაქციონის შემოღობვა.

ქალაქის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 80 000 ლარია გამოყოფილი და მას კომპანია „სტანდარტმეტრ ჯგუფი“ ასრულებს.


