„ვფიქრობთ მაგ საკითხზე. ხვალისთვის გვეცოდინება პასუხი, რადგან მერიასთან უნდა შევათანხოთ. ვერ გეტყვით, თანხის რა ოდენობით დავეხმარებით ოჯახს,“ – გვითხრა შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ უფროსის მოადგილემ, ნარგიზ ფალავანდიშვილმა. მას ვკითხეთ, დაეხმარება თუ არა ბათუმის მერია ბათუმში გარდაცვლილი მეეზოვის ოჯახს.
60 წლის მეეზოვე ქალი, დღეს, 8 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მას მსუბუქი ავტომანქანა ზურგიდან ქუჩის დასუფთავების დროს დაეჯახა.
„ჩვენს ბრიგადას ის უკვე ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, პროზექტურაში გადავსვენეთ,“ – ამბობენ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში. შემთხვევა თამარის დასახლებაში მოხდა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
![რას [არ] აკეთებს მერია ბათუმში უსახლკაროებისთვის – ინტერვიუ](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/10/covers-batumelebi-3-1.png)





