სიახლეები

აჭარის ფინანსთა სამინისტრო: მშენებარე სასტუმროების საერთო საინვესტიციო ღირებულება 704,5 მლნ აშშ დოლარია

11.09.2015
აჭარის ფინანსთა სამინისტრო: მშენებარე სასტუმროების საერთო საინვესტიციო ღირებულება 704,5 მლნ აშშ დოლარია

 

სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პროექტებიდან ერთ-ერთი მსხვილი პროექტია „მეტრო სითი“ – 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ახალ ბულვარში. შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ პროექტი 1500 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

 

ახალ ბულვარში გარდა „მეტრო სითის“ პროექტისა ასევე ჯამში 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 ახალი ინვესტიცია მიმდინარეობს. შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ და შპს „ეიარ მერიდიანსი“ არანაკლებ 220 – 200 ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას განახორციელებენ. უკვე დასრულებული სასტუმროების ოპერირებას მსოფლიო ბრენდები უზრუნველყოფენ. სამინსიტროს ცნობით, ორივე პროექტში რეგიონში მცხოვრები 800-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდება.

 

2015 წელს საფუძველი ჩაეყარა 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასტუმრო “ORBI BEACH TOWER” –ის მშენებლობას. ასევე, შპს „ალიანსი“ 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საუაბრია 100 ნომრიან სასტუმროზე.

ბათუმში მალე კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდი, „მარიოტი“ შემოვა.

გმირთა ხეივანში 3 ახალი ინვესტიცია დაიწყო: შპს „DAR BUILDING” 22 მლნ აშშ დოლარის, შპს „სახლი ხეივანში“ კი 9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია კი შპს „მეგა პალასს“ ეკუთვნის.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით გაიზარდა და 89.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემები

 

სამინისტროს ინფორმაციით, სექტორების მიხედვით ინვესტიციის ყველაზე დიდი ნაწილი ტურიზმის სექტორზე (43%)და ენერგეტიკაზე (29%) მოდის.

 

ტურიზმის სექტორის მაჩვენებელი 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია (პირველი კვარტალი – ტურიზმი 38,4%), ახალი პროექტების დაწყების შედეგად ზრდაა მშენებლობის სექტორშიც (პირველი კვარტალი – მშენებლობა 19,2%).

 

რეგიონის საინვესტიციო პორთფელის ჯამური მოცულობა 1 845 100 000 აშშ დოლარია.  2015 – 2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების საერთო ინვესტიცია 1 342 400 000 აშშ დოლარს შეადგენს, 2015 წელს კი 374 020 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.