სიახლეები

ბარაკებში მცხოვრები ოჯახებისთვის ახალ სახლს ააშენებენ

03.08.2015
ბარაკებში მცხოვრები ოჯახებისთვის ახალ სახლს ააშენებენ

 

 

ფოტო/ ბათუმის მერია

ახალი საცხოვრებელი სახლის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძემ და ბათუმის ვიცე მერმა, ბაგრატ მანველიძემ  მიიღეს მონაწილეობა.  

 

„საცხოვრებელი სახლის მშენებლობით 1,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 12 სართულიან შენობაში 73 ბინა განთავსდება. პროექტში ჯამში 50 ადამიანი დასაქმდება. ტერიტორიაზე კომპანიამ 789 კვ.მეტრზე განთავსებული 3 სახლის დემონტაჟი უკვე განახორციელა. ოჯახებზე გაცემულმა კომპესაციამ 127,500 დოლარი შეადგინა. ოჯახებს ახალ საცხოვრებელ სახლში საკუთრებაში სულ 1090 კვ.მ ფართი გადაეცემა. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მთავრობამ აღნიშნული პროგრამა ქ.ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა. 
პროექტის მიმართ ინტერესი ,,საქართველოს ბანკმა“ გამოიჩინა, რომელიც უკვე ფლობს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილებას. „საქართველოს ბანკსა“ და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

 

სახლის პროექტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: