მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მოსახლეობისთვის შეძენილი წყლის მილები ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული

14.12.2017
მოსახლეობისთვის შეძენილი წყლის მილები ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული

ქედის მუნიციპალიტეტის, სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს ზაფხულში შეძენილი სასმელი წყლის მილები ამ დრომდე ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული. ქედის მერი ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ საჭირო ოდენობის მილებს მოსახლეობას ინდივიდუალურად მხოლოდ მას შემდეგ დაურიგებენ, როდესაც მოსახლეობა მილის განსათავსებლად სპეციალურ არხს გაიყვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია მილებს მოსახლეობას არ დაურიგებს.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერ კიდევ ჩემამდე გაცემული მილები მოსახლეობამ მიზნობრივად არ გამოიყენა, იქედან გამომდინარე, რომ სასმელი წყლისთვის შეძენილი მილები მოსახლეობამ საჭიროებისამებრ გამოიყენოს გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ მაშინ გადავცეთ, როცა სპეციალური ავზიდან ონკანებამდე, მილის განსათავსებლად საჭირო სპეციალურ თხრილს გაიყვანს, არხის გაყვანას კი არანაირი სპეციალური ტექნიკა საჭირო არ არის, შესაძლებელია ჩვეულებრივი სამუშაო იარაღით გაიყვანონ.

 

ჩვენ ეს ინფორმაცია მოსახლეობას ვაცნობეთ, მას შემდეგ რაც არხებს გაიყვანენ, დავასურათებთ, ჩვენი წარმომადგენელი აზომავს გღზივ მანძილს და ოჯახს საჭირო სასმელი წყლის მილს გადავცემთ, აქვე გასათვალისწინებეილი ის ფაქტორიც რომ, შემოდგომაზე მოსახლეობას საშემოდგომო სამუშაოები ჰქონდა,  შმდეგ მოთოვა“ – აცხადებს ქედის მერი.

ქედის გამგეობის ინფორმაციით, წყლის მილების შეძენაზე დაახლოებით 15 000 ლარი დაიხარჯა. ხუნკუდისა და გულების მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მოსაგვარებლად ქედის მერიამ სასმელი წყალი სოფელში წელს გაიყვანა, მოეწყო წყლის ავზები და სათავე ნაგებობა, წყლის ავზებიდან ოჯახებამდე წლის გასაყვანად ქედის მერიამ მთლიანობაში ოჯახებისთვის 18 ათას 600 მეტრიწყლის მილი იყიდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.