სიახლეები

ბათუმობაზე საღებავებით გაკეთებული წარწერები ველობილიკებზე [ფოტო]

07.09.2017 • 1700
ბათუმობაზე საღებავებით გაკეთებული წარწერები ველობილიკებზე [ფოტო]

ბათუმობაზე, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული ინსტალაცია „გრაფიტი“, რომელიც „პულვილიზატორებით“, სპეციალურად შეკერილი რკინის 4 სართულად და კუბებად დატიხრული კონსტრუქციის მოხატვას გულისხმობდა, მოხალისეებმა მემედ აბაშიძის ქუჩის ქვაფენილზე და ველობილიკზეც გადაიტანეს.

ქუჩის ამ მონაკვეთს, წვიმის მიუხედავად წარწერები კვლავ მკვეთრად ეტყობა.

„ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან წელს 210 925 ლარი დაიხარჯა. ველობილიკების საფარის შეღებვაზე კი 2017 წელს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით – 48 000 ლარია გამოყოფილი.

ბათუმობა 2017. ინსტალაცია “გრაფიტი”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: