„ჭავჭავაძის ქუჩაზე ფილიალის განახლება თითქმის დასრულებულია და 28 მარტისთვის მისი გახსნა იგეგმება. რაც შეეხება ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ფილიალს, ადგილი კლიენტების სიმცირის გამო ჩვენთვის მისაღები არ იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნატო ბოჭორიშვილმა.
მისი ინფორმაციით, „ჩვეულებრივი ოპტიმიზაციაა“ ბანკის თანამშრომლების დათხოვნისა და ახლების აყვანის პროცესიც: „ამას ყოველ წელს ვაკეთებთ. თუმცა გვყავს თანამშრომლებიც , რომლებიც უკვე 12 წელია “პროკრედიტ ბანკში” მუშაობენ.“