სიახლეები

ბათუმის პიაცას მფლობელი ფულს ვერ იხდის

30.05.2012 • • 1549
ბათუმის პიაცას  მფლობელი  ფულს  ვერ  იხდის

ავტორი:ნათია ზოიძე

„შენ მე მაპატიე, მე შენ გაპატიებ“

-ამას ასდის კორფციის სუნი. პიაცა 18 მილიონი დაჯდა, 11-ში გაყიდეთ და ახლა ამ პირობას მეპატრონე ვერ ასრულებს. პიაცას მფლობელი ცხოვრობს ჟორდანიას 20 ნომერში, მე – 22-ში. ასეთ მეზობელს მე არ ვიცნობ, ეს იტალიური ეზოა მოუწყებელი და თქვენ ამბობთ, რომ კაცს, რომელსაც მილიონები აქვს, ასეთ პირობებში ცხოვრობს. მოვა დრო, პროკურატურა დაინტერესდება ამ საკითხით. ფუნქციურად დატვირთა თურმე – იმ კაფეებში კვერცხი ნისიად გაჰქონდათ გვერდითა მაღაზიებიდან.
– ბატონო ირაკლი, მოედანი არ გაგვიჩუქებია, გაუსხვისებელი ქონების სტატუსი აქვს მას. სხვა ეჭვებს რაც შეეხება, შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ორგანოებს.
– ჩემი განცხადება უკვე საბაბია, რომ პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს.
– მე პროკურორი რომ ვიყო, არ დავინტერესდებოდი, რადგან საფუძველს ვერ ვნახავდი თქვენს განცხადებაში. დანარჩენი პროკურატურამ გადაწყვიტოს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძესა და რესპუბლიკელ ირაკლი ჩავლეიშვილს შორის დიალოგი, საკრებულოს სხდომაზე, პიაცას საფასურის გადახდის გადავადების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიმართა.
ხელშეკრულებაში დღეს შესული ცვლილების თანახმად, რომელსაც საკრებულომ დაუჭირა მხარი, პიაცას მფლობელს თანხის გადახდის დრო მომავალი წლის 31 მარტამდე გადაუვადეს. დარჩენილი თანხა – 8 მილიონ 600 ათასი ლარი, პიაცას მფლობელს 2011 წლის დეკემბრამდე უნდა დაეფარა (თანხის ნაწილი – 2 200 000 20 აგვისტომდე გადაიხადა).
დღეს, მერისა და პიაცა ჰოლდინგს შორის 2011 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებაში კიდევ რამდენიმე მუხლი შეიცვალა. მათ შორის სრულად ამოიღეს მუხლი, რომლითაც მყიდველი ვალდებული იყო სახელმწიფოს, ა/რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მერიის მოთხოვნის შემთხვევაში, არაუმეტეს 3-ჯერ წელიწადში, უსასყიდლოდ გამოეთავისუფლებინა ქონების პირველი სართულის ღია სივრცეები და უნდა დაეთმო აღნიშნული ორგანოებისთვის შესაბამისი ღონისძიების ჩასატარებლად. მომავალი წლიდან პიაცა, მაგალითად, მერიას, ღია სივრცეებს უფასოდ აღარ მისცემს.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბოლომდე ვერც ბათუმის მერიამ შეასრულა – 20 აგვისტომდე ვერ დაასრულა პიაცაზე დაწყებული სამუშოები. მაგრამ პირგასამტეხლოს გადახდას არც „პიაცა ჰოლდინგი“ ითხოვს და არც მერია. მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე განმარტავს, რომ პიაცა საკუთარი სურვილით ამბობს უარს პირგასამტეხლო თანხის მიღებაზე. „მე შენ გაპატიებ, მე შენ მაპატიე. თამაშია ეს თუ რა არის?“ – ხელშეკრულების ცვლილებას რეპლიკით გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციონერი.
მოტივი, რის გამოც პიაცას მფლობელს ვადა გადაუწიეს
ამონარიდი წერილიდან, რომელიც „პიაცა ჰოლდინგმა“ ბათუმის მერიას გადაუგზავნა:
„შპს პიაცა ჰოლდინგი ვერ ახერხებს ნასყიდობის ფასიდან დარჩენილი 8 600 000 ლარის გადახდას, რისი უპირველესი მიზეზია ის, რომ ქონების შეძენის შემდეგ პიაცა ჰოლდინგი ორიენტირებული იყო შეძენილი ქონების ფუნქციური დატვირთვით, რისთვისაც სოლიდური თანხები იქნა დახარჯული. ამის გამო ჰოლდინგმა ვერ მოახერხა გადასახდელი თანხის მობილიზება“.
ბათუმის პიაცას გასხვისებას გაზეთმა „ბათუმელებმა“ რამდენიმე სტატია მიუძღვნა. ამ სტატიების მიხედვით გაირკვა, რომ პიაცას ოფიციალური მფლობელი ირაკლი სამხარაძეა, რომელმაც კომპანია – შპს „პიაცა ჰოლდინგი“ 2011 წლის 23 თებერვალს, ანუ „პიაცას“ აუქციონზე გამოტანამდე 35 დღით ადრე დაფუძნა.
სამხარაძის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში წერია: – „იურიდიული მისამართი: ბათუმი, ჟორდანიას ქუჩა #20. დოკუმენტებში „პიაცას“ იურიდიულ მისამართად მითითებული 79 კვადრატული მეტრი ბინა ძველი ბათუმის იტალიურ ეზოში, ეკუთვნის ალბინა (დოდო) ზარქუას. „ბათუმელებმა“ გაარკვია რომ დოდო ზარქუა პიაცას ოფიციალური მფლობელის ირაკლი სამხარაძის მამიდაა.
მოგვიანებით“ ბათუმელები“ თავად ირაკლი სამხარაძესაც დაუკავშირდნენ . გაზეთ ბათუმელების კითხვას:
– კომპანია, რომელმაც პიაცა შეისყიდა, 100%-იანი წილით თქვენ გეკუთვნით. არადა საკუთრებაზე საუბრისას მრავლობით ფორმას იყენებთ, ვინ არიან დანარჩენები? – ირაკლი სამხარაძე პასუხობს:
-„თვითონ ის ფაქტი, რომ პიაცა ვიყიდეთ, არ არის სწორი. ფული სრულად ჯერ არ გადაგვიხდია. ამ დროისათვის მხოლოდ 2 მილიონ 200 ათასი გვაქვს დაფარული. ასევე საუბარი იმის შესახებ, რომ 17 მილიონი დაუჯდა სახელმწიფოს პიაცას მშენებლობა და ჩვენ იაფად – 11 მილიონად მოგვყიდეს, არალოგიკურია. ჩვენ პიაცას ნაწილი გვეკუთვნის და ესეც რომ არა, მყიდველი რა შუაშია ხარჯებთან. რაც შეეხება პარტნიორებს – პიაცით დაინტერესებულია ინვესტორთა ჯგუფი. მათგან ერთ-ერთი მე ვარ. ზუსტად ახლა მიდის მოლაპარაკება ვინ როგორი წილობრივი მონაცემებით შემოვა. პარტნიორების ვინაობას ვერ გეტყვით. არიან, ასე ვთქვათ, სუფთა უცხოელები და ჩემნაირი უცხოელებიც. არ არის ყველა რუსეთის მოქალაქე. ზოგიერთი სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს.“
გაზეთმა „ბათუმელებმა“ ამ განცხადებაზე კომენტარი დღეს მერიის ადმინისტრაციის უფროსს გელა მახარაძეს თხოვა. მან თქვა: „არ მაინტერესებს ვინ დგას ვის უკან, მე ვიცი, რომ პიაცა იყიდა „შპს პიაცა ჰოლდინგმა“, რომლის დირექტორი ირაკლი სამხარაძეა.“
პიაცას 11 მილიონად გაყიდვის გამო, ოპოზიიციონერი ირკლი ჩვალეიშვილი ეჭვობს, რომ ოფიციალური მფლობელის უკან ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები დგანან.
11 მილიონი უკვე ასახული იყო 2011 წლის ბიუჯეტში. ეს თანხა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწობას უნდა მოხმარებოდა.
ბოლოს ერთი დეტალიც, დღეს შესული ცვლილების თანახმად, შესაბამის აქტზე ხელმოწერის უფლება ქ.ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს მიენიჭა.

გადაბეჭდვის წესი