სიახლეები

“მალე ტვ 25-ს ვერ იცნობთ”

30.05.2012 • • 2674
“მალე  ტვ 25-ს ვერ იცნობთ”

ავტორი:ნათია ზოიძე

„ტვ 25“-ის ახალი გენერალური დირექტორი გია სურმანიძე ამ ფრაზაში მხოლოდ არხის ახალ შეფუთვას გულისხმობს. ორი კვირის წინ „ტვ 25“-მა მისამართი ანუ ოფისი შეიცვალა, ტელევიზიამ ახალი სამსართულიანი შენობა თაყაიშვილის ქუჩაზე დაიქირავა.

[slideshow]

შენობაზე მალე გაჩნდება ახალი ბანერი „ტვ 25“-ის წამყვანების გამოსახულებით. ბოლო ერთი თვეა ბათუმში ბევრს საუბრობენ „ტვ 25“-ის შესახებ. სოცილურ ქსელ “ფეისბუქში” ბათუმელმა ლეიბორისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტელევზია გურამ დონაძემ იყიდა. არხის დირექტორი სამშაბათს”ლეიბორისტების” ბრიფინგს და მტკიცებულებებს ელოდება.მალე შეიცვლება საინფორმაციო გამოშვებების დრო და ქრონომეტრაჟი ,მაგრამ ახალი დირექტორი ირწმუნება, რომ ეს არხის პოლიტიკის შეცვლით არ არის განპირობებული .

– „ტვ 25“ ყურადღების ცენტრში მოექცა, საუბრობდნენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, გაიყიდა ტელევიზია, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში ეს არ ჩანს. ამბობდნენ იმასაც, რომ დამფუძნებლებს შორის ფინანსურ ნიადაგზე კონფლიქტი მოხდა. გია, ხომ არ გაქვთ ახლა უფრო მეტი სათქმელი, ვიდრე მაშინ თქვით?

– 20 წელია ერთად მოვდივართ, ვიყავით ოთხი დამფუძნებელი, მერაბ მერკვილაძე იყო დირექტორი რაღაც ეტაპზე. მაშინ მიგვაჩნდა, რომ ასე იყო საჭირო. ახლა მერაბი გადავიდა თბილისში საცხოვრებლად, ამის შესახებ ლაპარაკი ადრეც ჰქონდა, ეს არ იყო მოულოდნელი. რაც შეეხება ფინანსურ ნიადაგზე კონფლიქტს _ ჩვენ შორის არ არის გაუგებრობა. ჩვენ მეორე კლასიდან ერთად მოვდივართ, ყველას თანაბარი წილი გვაქვს.
– ყიდის თუ არა მერაბ მერკვილაძე ამ კომპანიაში საკუთარ წილს?
– არა, წილს როგორ გაყიდის, ეს მისი შემოსავალია.

– გია, ტელევიზიას კიდევ სამი დამფუძნებელი ჰყავს და თქვენზე შეჩერდა არჩევანი, ადრე დიდ ინტერესს არ იჩენდით, ტელევიზიის მართვაში მიგეღოთ მონაწილეობა. ახლა რა შეიცვალა?

– მერაბი ბოლო 5 წელია მართავდა “ტვ 25-ს”. მანამდე მე ვმართავდი, მე თუ ვიყავი გენერალური დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი იყო მერაბი, მაგრამ საინფორმაციო პოლიტიკას ის განაგებდა. არ არის გამორიცხული, რომ ორი წლის შემდეგ ისევ მოხდეს ცვლილება და მერაბი დაბრუნდეს.

–ახლა თქვენი უფლებამოსილების საკითხი იქნება საინფორმაციო პოლიტიკის მართვა?

– არანაირი შეხება არ მექნება საინფორმაციო სამსახურთან, ამ სამსახურს მერაბის და, მაია მერკვილაძე ხელმძღვანელობს და მისი დასაგეგმია ამ სამსახურის პოლიტიკა. არც სურვილი მაქვს ჩარევის და არც – ფუნქცია, არც საქმის კურსში ჩაყენებას ვითხოვ და არც მაყენებენ, იციან სტანდარტები და ამ სტანდარტებით მუშაობენ.

რატომ შეჩერდა საგამოძიებო პროექტი – „უცნობი ფაქტები“, რომელიც დონორების მხრიდან იყო დაფინანსებული ?

–არც ერთი პროექტი არ არის შეჩერებული, პირიქით, ველოდებით კიდევ ერთი პროექტის დაფინანსებას „აირექსიდან“, პროექტი მომზადების პროცესშია, კიდევ ერთ პოლიტიკური ხასიათის თოქ-შოუს ვგეგმავთ.

– როგორი იქნება ბედი გადაცემისა – „ყველაფერი ისლამის შესახებ“, რომელიც თქვენი ეთერით სექტემბერში ყოველდღიურად გადიოდა?

–ეს პროექტი შეწყვეტილია დიდი ხანია, 3-თვიანი კონტრაქტი გვქონდა.

– ჩვენ ამ გადაცემის ეთერში გასვლის დროს ვესაუბრეთ მაშინდელ დირექტორს მერაბ მერკვილაძეს, რომელმაც „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ წელიწად-ნახევარი გაგრძელდებოდა ეს გადაცემა ეთერში, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ გადაცემას ამზადებდა, ტელევიზიას თანხას უხდიდა, რითაც თანამგზავრის დავალიანება იფარებოდა.

– ზუსტად არ ვიცი ეს დეტალები. ჯერჯერობით ამ საკითხზე ტელევიზიაში საუბარი არ არის.

– თანამგზავრის დავალიანება დაფარული გაქვთ?

–რაღაც ოდენობის თანხა ტელევიზიას გადანახული ჰქონდა, ამ დღეებში ჩვენ ვაპირებთ გავაფორმოთ ხელშეკრულება „ობიექტივთან“ და მათ მიერ ტელევიზიისთვის გადახდილი თანხა სრულად დაფარავს თანამგზავრის დავალიანებას. „ობიექტივი“, თანამგზავრზე რომ გავედით, მაშინ დაგვეხმარა, მათ აწარმოვეს მოლაპარაკებები „თურქსატთან“. რეიტინგიც აქვს მათ გადაცემებს. აქამდე უფასოდ ჰქონდათ ეთერი დათმობილი. დრო – დღეში 8 საათი შემცირდება, 5 ან 6 საათი იქნება დღის განმავლობაში, მაგრამ ეს მოლაპარაკების საგანია.

– რაკი ობიექტივი ახსენეთ, შეგეკითხებით ზვიად ქორიძის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოში შემოვიდა. ის ითხოვს თქვენგან შეფასებას, 9 მარტს „ობიექტივის“ გადაცემით დაირღვა თუ არა ჟურნალისტური პრინციპები, თქვენ ნახეთ თუ არა ეს გადაცემა, რამდენად მოტივირებულია ეს სარჩელი ?

– კი ვნახე, ჩვენ ეს არ გვეხება, “ტვ 25” არაფერ შუაშია. კი, გასაგებია, რომ ჩვენს არხზე გადის ყველაფერი, მაგრამ, ჩვენ ტრანსლირებას ვუკეთებთ ამ გადაცემებს. ეს უფრო ქორიძისა და “ობიექტივის” გასარჩევი იყო, ვიდრე – ჩვენი.

–მიგაჩნიათ, რომ ვინც დროს შეიძენს თქვენგან, ყველაფრის უფლება აქვს, მაგალითად, გამოიყენოს სიძულვილის ენა, მოუწოდოს კონფრონტაციისკენ, დაარღვიოს კანონი და ასე შემდეგ?

– იურისტი მუშაობს ამ საკითხზე, ამის შემდეგ ხელშეკრულებაში ყველა ეს მომენტი იქნება გათვალისწინებული. ყველაფერს ვერ გააკონტროლებ, როცა 8 საათს დღის განმავლობაში სხვას უთმობ.

– თქვენ პირადად რას ფიქრობთ, ეს გადაცემები აკმაყოფილებს ჟურნალისტურ პრინციპებს თუ არა ?

–მე ამ პროექტს ვუყურებ, როგორც ბიზნესს. დამოუკიდებელ ტელევიზიას სხვა არანაირი დაფინანსება არა აქვს. მთავარია, არ უნდა გავცდეთ ეთიკისა და კანონის ჩარჩოებს.

–თბილისის ბიურო გააუქმეთ. რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი?

–ძალიან ძვირი გვიჯდებოდა, აქაური ნიუსრუმის ნახევარი ხარჯი მიჰქონდა თბილისს, ჩვენ არ ვართ მდიდარი ტელევიზია. ვნახოთ, არჩევნების დროს შეიძლება იმდენი თანხა შემოგვივიდეს, რომ ორი ჯგუფი ავიყვანოთ. თანამშრომლები შეიძლება დავიმატოთ აქ, რამდენიმეს ხელფასი უკვე დავუმატეთ და ეს ტენდენცია გაგრძელდება.

– ადრე იყო საუბარი, რომ კერძო მედიაკომპანიებზე ზეწოლა ხდებოდა და დამოუკიდებელ მედიაში რეკლამა არ შემოდიოდა. ახლა არ არის ზეწოლა?
_ ამ ეტაპზე არ არის.
_ ხელისუფლების მხრიდან არის ზეწოლა?

–2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა, როცა იყო ვალების პრობლემა საელჩოების ჩარევის შემდეგ მოგვარდა. ახლა რომ ვართ, ასე წყნარად ჯერ არ ვყოფილვართ.

– რა რეაქცია გქონდათ, როცა საპატრულო პოლიციის უფროსსა და თქვენს ჟურნალისტს შორის კონფლიქტი მოხდა?

– ცუდია, ჩინოვნიკი რომ ასე იქცევა. მოხარული ვარ, რომ ტელ
ევიზია ასე მუშაობს, მაგ დროს ჩვენი რეიტინგი მაღალი იყო.

– თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის?

– ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც გაგვიკეთებს არხის ახალ შეფუთვას. აბსოლუტურად ახალი და განსხვავებული ვიზუალური მხარე იქნება. ერთ თვეში ადამიანი რომ გადართავს „25-ე არხზე“, ვერ იცნობს, იმდენად კარგი და თანამედროვე იქნება. შეიცვლება არსებული რეიტინგული პროგრამების ვიზუალური მხარე.

– შეიცვალეთ ოფისი, ასევე გეგმავთ არხის დიზაინის შეცვლას, საიდან გაჩნდა ფული, დაფინანსება მიიღეთ თუ მენეჯმენტი გააუმჯობესეთ?

– არხზე ახალი თანხა არ გაჩენილა, სარეკლამო კომპანიას, რომელიც არხის შეფუთვაზე მუშაობს, მივცემთ რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას.

გადაბეჭდვის წესი