გარემოს სააგენტო: თვის ბოლოს ცნობილი გახდება ბათუმში ტბების წყლის კვლევის შედეგები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალისტებმა  ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული ნურისა და არდაგანის ტბებში თევზების დაღუპვის ფაქტების შესწავლის მიზნით განახორციელეს ტბების კომპლექსური დიაგნოსტიკური კვლევა.

კერძოდ, სპეციალისტებმა ტბების სხვადასხვა წერტილში აიღეს წყლის სინჯები, რომლის შედეგადაც ტბებში განახორციელეს ევტროფული ფონის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიურ და წყლის ხარისხის კვლევები.

სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგები ივნისის ბოლოს იქნება ცნობილი. სპეციალისტები მოამზადებენ ტბების ხარისხობრივი შესწავლის სიტუაციურ ანალიზს და შემდგომი რეაგირებისთვის გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.

აქამდე ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ტბიდან აღებული სინჯები აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში შეამოწმეს. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ტბაში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა არ დადგინდა და ანალიზმა არც ჟანგბადის ნაკლებობა აჩვენა, თუმცა ტბა ცენტრალურ პარკში, ისევე როგორც არდაგანის ტბა ახალ ბულვარში, მკვდარი თევზებითაა სავსე.

ამავე თემაზე:

რატომ იხოცებიან ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში თევზები – ლაბორატორიული კვლევის შედეგები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.