ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისწყალთან რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა; დაშავებულები სასწრაფო სამაშველო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა; გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.