2017 წელს აჭარაში 144 ტყუპი დაიბადა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს აჭარაში 144 ტყუპი ბავშვი დაიბადა. „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ 70 ოჯახს თითოეულ ტყუპზე 1000 ლარი გადასცა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მთლიანობაში 144 000 ლარი დაიხარჯა.  „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამა 2018 წელსაც გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com