აჭარის მთავრობა „სამხედრო ბინებს“ დააკანონებს

 

 

ყოფილ სამხედრო დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. აჭარის სამთავრობო კომისიამ უკვე განსაზღვრა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც პირველ და მეორე ეტაპზე  „დასაკმაყოფილებელთა“ განცხადებებს გადაარჩევენ. კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, „ბათუმელებს“ კომისიის თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესაუბრა.