„ფლექსის“ გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან

ბათუმელი თაკო შანთაძე ახალ სასწავლო წელს ამერიკაში დაიწყებს. ის მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) შეარჩიეს. თაკო წელს მეათე კლასს ამთავრებს, ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში სწავლობს და ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა ამერიკაში მოგზაურობა. პიროვნული სიძლიერე, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარი – ამ თვისებებს აქცევენ  ყურადღებას პროგრამაში შერჩევისას. „ოჯახის გარეშე შორს დიდი ხნით არ მიცხოვრია და ბუნებრივია, აშშ-ში …

FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო

მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში FLEX-ი, მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემთხვევაში, მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ კარგი და საუკეთესო აკადემიური მოსწრება, ფლობდნენ ინგლისურ ენას და უნდა აკმაყოფილებდნენ აშშ-ის ვიზის მოთხოვნებს. ბათუმში პროგრამაში მონაწილეობის მსურველები …

ამერიკული გაცვლითი პროგრამის FLEX-ის ფინალისტები აჭარიდან

FLEX-ის, ანუ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „ბათუმელები“ სამ გამარჯვებულს ესაუბრა, ისინი სექტემბრიდან აშშ-ში ერთი წლით გაემგზავრებიან,  იცხოვრებენ ადგილობრივების  ოჯახებში და განათლებას მიიღებენ ამერიკულ სკოლაში. ერთ-ერთი გამარჯვებული  16 წლის თამარ წითელაძეა. ის სოფელ კირნათში, მეთერთმეტე კლასში სწავლობს. FLEX-ში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო, მაგრამ ფინალში მეორე მცდელობისას გადავიდა. თამარის აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა  …

სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეები ბრიტანეთსა და ამერიკაში ისწავლიან – ახალი პროგრამები

სამი წლის წინ სკოლა „ნიკეში“ დაინერგა კემბრიჯის სასწავლო პროგრამა, რომლის განხორციელებას ენერგიულად შეუდგნენ სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები. ამის შესაფასებლად ერთი დღე უნდა გაატარო სკოლა „ნიკეში“, კერძოდ ინგლისური ენის პედაგოგის სალომე დარჩიას გაკვეთილზე. სწორედ სალომეა კემბრიჯის პროგრამის კოორდინატორი. იგი კოლეგებს აძლევს სწორ მიმართულებას, უზიარებს თეორიასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას, ეხმარება ნოვატორული სახელმძღვანელოების შერჩევაში, ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა პროექტში …

ოთხი ბათუმელი მოსწავლე ერთი წლით ამერიკაში ისწავლის – FLEX-ის გაცვლითი პროგრამა 

ოთხმა ბათუმელმა მოზარდმა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ისინი შემდეგ სასწავლო წელს ამერიკულ სკოლებში ისწავლიან. ერთ-ერთი მათგანი ლანა თურმანიძე სკოლა „ნიკეს“ მეათე კლასში სწავლობს. ის აშშ-ის გაცვლითი პროგრამის – FLEX-ის წლევანდელი გამარჯვებულია. ლანას მსგავსად, შემდეგ წელს ბათუმიდან კიდევ ორი გოგონა და ერთ ბიჭი ისწავლის ამერიკულ სკოლაში. ლანა ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე მეორედ სცადა:„ამერიკაში წასვლა იმიტომ მინდა, …

Exit mobile version