„ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა – საქართველოს გზებზე სულ ასეთი 3820 კამერაა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა. „ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 4 ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე – 8 , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი …

ადგილები ბათუმში, სადაც დღეიდან „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 26 აპრილს, ბათუმში რვა ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები, ე.წ. „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდება. ბათუმში, ახალ ბულვართან, სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე: ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ); ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 …

შსს: საქართველოს საავტომობილო გზებზე 2086 ვიდეოკამერაა ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზებზე ამ დროისთვის სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს. მარტო 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის, 119 კი – ნომრის ამომცნობი. აჭარის რეგიონში გასულ წელს სულ ამოქმედდა ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი. რეგიონში ბოლოს ჭკვიანი კამერები და სიჩქარის მზომი სექციური …

შსს: ავტომობილი, რომელსაც არ გაუვლია ტექდათვალიერება, ვიდეოკამერით დაჯარიმდება

„ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით, 2019 წლის 14 იანვრიდან, ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ეს ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა „საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის …

შსს მძღოლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ საკუთარი საკონტაქტო მონაცემების სისწორე – ვიდეოჯარიმა

შსს მოუწოდებს მძღოლებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების სისწორე – რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი. აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში. „მხოლოდ ამ შემთხვევაში არის …

შსს: ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 23 აგვისტოდან, ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული. მოქმედი კანონის თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. „აჭარის რეგიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ …

ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიან“ ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ

ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟი მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ამოქმედდება, ამასთან მოეწყობა სიჩქარისმზომი სექციებიც. ამ თემაზე: ახალი, ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, ბათუმის მასშტაბით 125 …

ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები აგვისტოს ბოლომდე ამოქმედდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და მოეწყობა სიჩქარის მზომი სექციები. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამავე თემაზე: ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 7 აგვისტოდან, ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური …

3 მილიონი ლარი შსს-ს მიერ ზოგადი ხედვის კამერების შესაძენად

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2056 ზოგადი ხედვის კამერა უნდა შეიძინოს [შესაბამისი აღჭურვილობით და თანმდევი მომსახურებით]. კამერების შესაძენად სამინისტროს 3 მილიონ 84 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრო კამერებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემსყიდველ ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ყიდულობს. …

„ჭკვიან კამერებს“ ხულოსა და შუახევშიც დაამონტაჟებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოსა და შუახევის მონაკვეთზე ავტომობილების სანომრე ნიშნის ამომცნობი ვიდეოთვალები დამონტაჟდება. ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ შეძენა-მონტაჟისა და ერთიან ქსელში ჩასართავად საჭირო მომსახურება ხულოსა და შუახევის გამგეობებმა გამარტივებული წესით შეისყიდეს, ხელშეკრულება კი შპს „დელტა კონსალტინგთან“ გააფორმეს. შუახევის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ომარ აბუსელიძის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში სულ ექვსი ვიდეოთვალი განთავსდება. ვიდეოთვალების შეძენა-მონტაჟისა და ერთიან …

Exit mobile version