დღეს, 28 მარტს, საღამოს 11 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 20-25 მ/წმ-მდე. შტორმულ გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია ავრცელებს. ამავე თემაზე: ხვალიდან გაავდრდება, მთაში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი | ამინდის პროგნოზი აჭარაში
Tag Archives: ძლიერი ქარი
ძლიერმა ქარმა ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა
22 ნოემბერს ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქობულეთში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა. ქობულეთის მერია ამ დროისთვის ზარალს ითვლის. მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში სახლის წინ ქარმა ხე წააქცია, რომელიც ბოსელს დაეცა და დაანგრია. აჭარაში რამდენიმე დღეა ავდარია. მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მოთოვა.
ხულოში ძლიერმა ქარმა 9 სახლის სახურავი დააზიანა
ხულოში ძლიერმა ქარმა 9 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა სოფლებში: ღორჯომი, მეკეიძეები, ნიაკეთი, ირემაძეები, თხილვანა და გუდასახო. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, ორი ოჯახი დროებით საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა. „ჩვენ დავითვლით ხარჯებს და კომისიურად განიხილება, რა ოდენობის თანხა უნდა მიიღოს თითოეულმა ოჯახმა, ამ ეტაპზე ამას ვერ გეტყვით,“ – გვითხრა ხულოს მერმა.
ძლიერი ქარის შემდეგ შსს-მ 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება
ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 4 ადამიანი დაშავდა და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, დაზიანდა 13 ავტომანქანა. ამ დრომდე ბათუმში რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთია გადაკეტილი, რადგან სამაშველო სამსახური ქუჩებს დაზიანებული ხეებისგან ათავისუფლებს. სამაშველო სამსახურში დღეს, 16 იანვარს, ბათუმიდან 40 შეტყობინება შევიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ …
Continue reading “ძლიერი ქარის შემდეგ შსს-მ 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება”
ბათუმში სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 2 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად ჩამოვარდნილმა სახურავმა ორი პირი დააზიანა. ისინი ჩამოვარდნილი სახურავის ქვეშ მოექცნენ, მათ შორის ერთი „მედცენტრში“, მეორე კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. ბათუმის …
Continue reading “ბათუმში სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 2 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს”
ბათუმში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, რომლის ქვეშ ადამიანები მოექცნენ
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახლახანს ძლიერმა ქარმა ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ჟურნალისტი, რომელიც ადგილზე მუშაობს, ამბობს, რომ დაინახა, როგორ მოყვა რამდენიმე ადამიანი სახურავის ქვეშ. „ახლა სასწრაფოს ელოდებიან. მსხვერპლი არის თუ არა არ ვიცი“, – ამბობს ჟურნალისტი. ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი …
ბათუმში ძლიერი ქარი და შტორმია მოსალოდნელი
ბათუმის სანაპირო ზოლზე მაშველებმა წითელი ალმები აღმართეს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. „მოულოდნელად შეიცვალა ამინდი. თეთრი ალმები ახლახანს შევცვალეთ წითლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ბანაობისგან. ტალღები უკვე ძლიერდება,“ – გვითხრეს სამაშველო სამსახურში. „დაახლოებით ორ საათში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, დაახლოებით 22 მეტრი წამში,“ – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის …
Continue reading “ბათუმში ძლიერი ქარი და შტორმია მოსალოდნელი”
ბათუმის მერია ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის
გუშინ ღამით ბათუმში, თამარის დასახლებაში, ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა საცხოვრებელ კორპუსს; რამდენიმე ადგილზე წაქცეულია სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე; ბათუმის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან. ქარმა ხეები წააქცია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და ხელვაჩაურში. მათგან ერთი სახლს დაეცა, ერთმა კი ავტომობილი დააზიანა. სახლი, რომელსაც თამარის დასახლებაში ქარის შედეგად სახურავი დაუზიანდა, აფხეზეთიდან დევნილ ოჯახებზეა გადაცემული. …
Continue reading “ბათუმის მერია ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის”
ბათუმის მერია და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგებზე
ქალაქ ბათუმის მერიის განცხადებით: „ბათუმში ძლიერმა ქარმა მწვანე ნარგავები დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა უბანში წაქცეულია რამდენიმე ხე. ამ დროისთვის გამწვანების სამსახური მოტეხილი ტოტების გატანის სამუშაოებს ახორციელებს. შპს ,,სანდასუფთავებამ“ უკვე დაასრულა ქარისგან დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც. გაწმენდილია სანაპირო ზოლიც“. დღესვე განცხადება გაავრცელა ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც: „ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის …
Continue reading “ბათუმის მერია და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგებზე”