შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე მოწყობილი ზიპლაინის გახსნას სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 2025 წელს გეგმავს. მიმდინარე წლის განმავლობაში ობიექტის მართვა-ოპერირებაში კი, იტალიურ კომპანია Adrenaline X-Treme-ს ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, უტენდეროდ, 45 ათას ევროს გადაუხდიან. ჩირუხის მთაზე ზიპლაინის მოწყობაში ბიუჯეტიდან 9,21 მილიონი ლარი დაიხარჯა. ობიექტი ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგმა“ ააშენა, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით ზიპლაინის პროექტირება/ინსტალაცია იტალიურმა კომპანიამ …
Tag Archives: ჩირუხი
მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად თანხა 2,7 მილიონით გაიზარდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ზიპლაინის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხა 2,7 მილიონი ლარით გაიზარდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 6 752 200 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო], ამჯერად კი, 9 512 716 ლარით ტენდერი, იმავე მომსახურების შესყიდვაზე, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა. [ამ კომპანიის 100% წილი …
Continue reading “მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად თანხა 2,7 მილიონით გაიზარდა”
6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად
შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ორხაზოვანი ზიპლაინის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ზიპლაინის მინიმალური სიგრძე 1 752 მეტრი უნდა იყოს. „პროექტის მიზანია ჩირუხის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია. ზიპლაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი ევროპაში. ზედა სადგური დაპროექტებულია როგორც „არწივის ბუდე“, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ხეობაზე. ქვედა სადგურის პროექტში ინტეგრირებულია ტურისტულ-ვიზიტორთა …
Continue reading “6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად”
შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში
შემოდგომაზე აჭარის მთიანეთში მოგზაურობა სიჭრელეშეპარულ ტყეებში დაკარგვას, საუკუნოვანი ხიდებიდან აქაფებული მდინარეების ყურებას, სასიამოვნო სიგრილეს, დღის დასასრულს კი კარავს ან ხის საოჯახო სასტუმროებში თავშეფარებას ნიშნავს. ეს სულაც არ არის ყველაფერი – საღამოობით აგუზგუზებულ ბუხართან ჯდომა, იქვე, დაბალ მაგიდაზე მორთმეული ტყის ჩაის არომატი და ფიქრი, რომ ზამთარი ახლოა, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვს დრო გაზაფხულამდე გამოემშვიდობო მთებს და …
Continue reading “შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში”
მთა ჩირუხში საპიკნიკე ადგილს მოაწყობენ
შუახევის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო იაილაზე – ჩირუხში, რომელიც ზღვის დონიდან 2148 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს „წინასწარ შერჩეულ ადგილზე (არანაკლებ 100-150 კვ.მ) უნდა მოეწყოს ეკოსტანდარტების გათვალისწინებით ავთენტური და ეკოლოგიური მასალით დამზადებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის რეკრეაციულ გარემოს, სადაც იქნება როგორც კოცონის და პიკნიკის, ისე მოსასვენებელი სივრცე საქანელებით და ჰამაკებით“. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე …
200 000 ლარი ჩირუხის მთაში ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად – სააგენტო იდეას და პროექტს შეისყიდის
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 200 ათასამდე ლარს გადაიხდის „ჩირუხის მთაში [შუახევის მუნიციპალიტეტი] გამორჩეული, სახასიათო, უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნაში, რომელიც ჩირუხის მთას გახდის ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრს“. სააგენტო ამ ეტაპზე შეისყიდის 3 ადგილთან დაკავშირებულ 9 იდეას და აქედან შეარჩევს ერთს, რომლის მიხედვითაც შემდგომში განავითარებს ინფრასტრუქტურულ პროექტს. სატენდერო კომისიაში გვითხრეს, რომ ტენდერში მონაწილემ …
სად და როდის გაიმართება შუამთობა აჭარაში
აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა იმართება. დღესასწაული აჭარის მთებში ხვალ, 3 აგვისტოს, დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება. ხულოს მუნიციპალიტეტში “შუამთობა” ტრადიციულად კურორტ ბეშუმში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები კურორტზე 3 და 4 აგვისტოსაა დაგეგმილი. ასევე 3 აგვისტოს ზეიმობენ შუამთობას დიდაჭარის და ვაშლოვანის მთაში. ამასთან, 6 აგვისტოს შუამთობა გაიმართება გვალმინდორის, 7 აგვისტოს კი ზორტიყელის მთაში. რაც შეეხება შუახევის …
შუახევი-ჩირუხის გზაზე ასფალტბეტონის დასაგებად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება
შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოსაწყობად აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში 2 574 920 ლარია გათვალისწინებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო სამოსის [მათ შორის შესასვლელებზე], მისაყრელი გვერდულებისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა. ასევე გზის მონიშვნა. სამუშაოს შესრულების …
Continue reading “შუახევი-ჩირუხის გზაზე ასფალტბეტონის დასაგებად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ახალი მარშრუტი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ – მარკირება მიმდინარეობს. ახალი მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს გაივლის. „ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია,“-ამბობენ ტურიზმის დეპარტამენტში. მათივე …
Continue reading “ახალი მარშრუტი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში”
აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ
მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …