შეკვეთილში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმრო „პარაგრაფის“ გვერდით შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტი“ მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ სანაპიროზე 40 ჰექტარი გამწვანებული ფართობი დაირეგისტრირა საკუთრებაში. შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ ასივე პროცენტი შპს „ვი არ ლისის“ საკუთრებაა. ამ კომპანიას კი, რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენი, ოფიციალურად ნოშრევან ნამორაძე ფლობს. თუმცა, შეკვეთილში არავის სჯერა, რომ საკუთარი სასტუმროს გაგრძელებაზე …