ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრება თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს. ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მომავალი წლის იანვარში დაიწყება და …

შტორმით მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის

,,შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. წელს უკვე იწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები, რომელთა გამოყენება მიმდინარე წელს უკვე დაიწყო და 2017 წელსაც გაგრძელდება“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ინფორმაციით, გუშინ ღამით ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილი იყო ქვიშა და ნატანი: …

ქობულეთის გამგებელი: შტორმი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში,  თამარ მეფის გამზირზე, მეშვიდე სკოლასთან შტორმის შედეგად ზღვის ტალღები სანაპიროზე გადმოვიდა. მისი თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. „ისეთი წვიმა არ არის, რომ დატბორვის საშიშროება იყოს, არხები, რომლებიც ზღვაში შედის, სილითაა ამოვსებული და ვწმენდთ. გამგეობა მუშაობს, ახლაც ვიყავით გასული, 112, სამაშველო – ყველა ხაზზეა, ამ ეტაპზე მოსახლეობის გაყვანის საჭიროება ნამდვილად …

ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ [ფოტო]

„ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის განცხადებით, ამ წუთებში მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რაც ბულვარში 14 აგვისტოს შტორმმა გამოიწვია: „ ჩვენს პრეროგატივაში რაც შედის, ეს არის გარე განათების ბოძების აღდგენა. აღდგენითი სამუშაოები კი  ზარალის დათვლის შემდეგ დაიწყება“. შტორმმა სანაპირო ზოლი და სასეირნო ბილიკი დააზიანა. აღსანიშნავია, რომ ბულვარის ეს მონაკვეთი ყოველი შტორმის დროს ზიანდება.  

უამინდობა და შტორმი ბათუმში [ვიდეო]

ბათუმის სანაპიროსთან ამ დროისთვის შტორმის სიძლიერე 5 ბალს აღწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შტორმი და უამინდობა მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ხვალ, 16 მარტს კი, ამინდის გაუარესების გამო, აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვა, ხოლო სანაპირო ზოლში ნალექი წვიმის, ან შესაძლოა თოვლჭყაპის სახით მოვიდეს.

Exit mobile version