საქართველოში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში – „აი, ფაქტი“

„19 ტანკერი, რომლებიც საქართველოში 2024-2026 წლებში იმყოფებოდნენ, აკმაყოფილებენ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისთვის დამახასიათებელ ყველა კრიტერიუმს,“ – გამოცემა „აი, ფაქტი“ ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს.  გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველოს პორტებში  – ბათუმში, ფოთსა და ყულევში შემოსულ გემებს 2 თვის განმავლობაში, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 9 იანვრამდე აკვირდებოდა. „ჩვენმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი …

ყულევის ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობი მიაწოდეს – რა ვიცით ნავთობტანკერ NOSTOS-ზე

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობტანკერმა NOSTOS [IMO: 9258014], ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობის მორიგი პარტია ჩამოუტანა. 40 143 ტონა ნედლი ნავთობით დატვირთული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში 8 იანვარს შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ნავთობტანკერმა NOSTOS ყულევის ნავსადგური 12 იანვარს დატოვა და უკან, ნოვოროსიისკის პორტისკენ გაემართა. „[ნავთობტანკერი] დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული …

ყულევის ქარხნის პროექტში სახელმწიფო ფონდისგან დაფინანსება გაიზარდა – კობახიძის განკარგულება

ყულევის მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანიის [შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“] წილის გირავნობის ხელშეკრულებაში თანხა 15 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 65 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა. ამ თანხის ფარგლებში „ბლექ სი პეტროლიუმისთვის“ გადასაცემი თანხის [კრედიტის/სესხის] ოდენობა გაზარდა სახელმწიფომაც, თუმცა, ყველა თანმდევი დოკუმენტაცია კვლავ გაასაიდუმლოვა. შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-იანი წილი 30 წლით დაგირავებული იყო 50 მილიონ …

რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – ნავთობი რუსული კვალით

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც 2025 წლის მარტში უნდა დაეწყო მუშაობა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“  ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას,“ – დაწერა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ 21 ოქტომბერს, LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით. რუსული ნავთობის ყულევის ნავსადგურში შემოტანა დაადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც. „2 …

ყულევის ნავთობის ქარხანას კავშირი აქვს რუსული ГРУ-ს მაღალჩინოსნის ოჯახთან – რუსული მედია

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „აგენსტვო“ წერს, რომ საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახა ჟორდანია რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან ერთად.  რუსული გამოცემის ცნობით, ეს კავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ აგენტად გამოცხადებულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ აღმოაჩინა კვლევის ფარგლებში, რომელიც წელს, შემოდგომაზე გამოქვეყნდება. საქართველოს ახალგახსნილი ნავთობგადამამუშავებელი …

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსული ნავთობის ყულევში დასაწყობება

21 ოქტომბერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა. „როიტერსმა“ LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტანკერმა „კაისერმა“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირის ნავთობი გადაიტანა. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი „კაისერი“ არ …

Exit mobile version