ქალი ქუთაისის ცნობილი გრაფიტიდან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს – ვიდეო

82 წლის დალი დოღონაძე მთელმა საქართველომ ქუთაისში, სისხლის ბანკის შენობის კედელზე დახატული უზარმაზარი გრაფიტით გაიცნო. გრაფიტი, რომელზეც იმერელი ბებო „ხაჭაპურის გამოხელვის“ პროცესშია გამოსახული, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. ნახატმა დალი დოღონაძეს პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა, თუმცა სხვა მხრივ მისი ცხოვრება არ შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც უკანასკნელი წლები, დალი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. დალი დოღონაძე წარმოშობით ლეჩხუმიდანაა. …

რომელ რეგიონში ცხოვრობენ ყველაზე დღეგრძელი ადამიანები

რაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობენ ყველაზე დღეგრძელი ადამიანები – ამის შესახებ „ბათუმელები” თერაპიის ეროვნული ცენტრის გერიატრია-გერონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორსს ესაუბრა. ქალბატონო ტატიანა, რაზეა დამოკიდებული ჯანმრთელი დაბერება? ჯანმრთელი დაბერება დამოკიდებულია როგორც გენეტიკაზე, ასევე პირობებზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. რაც უფრო კარგ პირობებში იცხოვრებს ხანდაზმული ადამიანი, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს. გენეტიკას …

ქობულეთის მერიის უარი მოხუცებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ

თავშესაფრის მოწყობაზე ქობულეთის მერიამ მოხუცებს უარი უთხრა. ამ საკითხზე მომზადებული პეტიცია საკრებულომ განუხილველი დატოვა და პირდაპირ მერიის მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო, სადაც წერია, რომ „თავშესაფრის მოწყობის საჭიროება ქობულეთში არ არსებობს“. აჭარაში სადღეღამისო თავშესაფარი მოხუცებისთვის მხოლოდ ბათუმშია, სადაც მუდმივად მოხუცების რიგია. თავშესაფარში მოსახვედრად რიგში დგანან მოხუცები ქვეყნის მასშტაბითაც. გასული წლის ბოლოს ასეთი მოხუცი ოფიციალური მონაცემებით ასამდე იყო. …

ქობულეთი: თავშესაფრის მოლოდინში ორი მოხუცი გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა 

მოხუცებისთვის თავშესაფრის მოწყობის მოთხოვნით პეტიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასული წლის ზაფხულში დარეგისტრირდა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში ვერ გადაწყვიტეს, სჭირდება თუ არა ქობულეთს მოხუცთა თავშესაფარი. პეტიციის ავტორი, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზაფხულში შეტანილ პეტიციას ახლდა ინფორმაცია იმ 22 მოხუცის შესახებ, რომლებიც ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. „მათგან ორი მოხუცი უკვე გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა…“ – ამბობს ნანა …

„ღირსეულმა სიბერემ“ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

ასოციაციამ – „ღირსეული სიბერე“  შესაძლოა მაისიდან მუშაობა შეაჩეროს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია 2009 წლიდან დღემდე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვაზე, მათი სოციალური და ეკონომიკური კუთხით გაძლიერებაზე მუშაობს. „თუკი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებას ვერ მოახერხებს, ორგანიზაცია მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. წელს ევროკავშირს ამ კუთხით კონკურსი არ გამოუცხადებია და შესაბამისად, დაფინანსება არ გვაქვს. მიმდინარე პროექტი მაისში სრულდება,“ …

სიბერე საქართველოში [ვიდეო]

გადაცემაში „მთავარი თემა“ ამჯერად ხანდაზმულთა ცხოვრების პირობებზე ვისაუბრებთ. გაეროს მონაცემებით დაბერება, როგორც მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოსთვის. მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. როგორ ცხოვრობენ მოხუცები დღეს და რას აკეთებს მთავრობა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად? – ამ კითხვებზე მთავრობის პასუხებს გადაცემის პირველ სიუჟეტში მოისმენთ, მეორე სიუჟეტში კი მოხუცები თავანთ ისტორიებს მოგვიყვებიან. საქართველოში ხანდაზმულების ცხოვრებაზე სახალხო დამცველის აჭარის …

Exit mobile version