ბულვარის ტერიტორიაზე მაღაზია გატეხეს, დაწყებულია გამოძიება

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მაღაზია გატეხეს დღეს, 17 იანვარს, დღისით. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გატეხეს ბულვარის შიდა ტერიტორიაზე [მელიქიშვილის ქუჩის მოპირდაპირედ] მდებარე ჯიხური, რომელიც მოიჯარეზეა გადაცემული. ამ ბოლო დღეებში ჯიხური არ ფუნქციონირებდა, ის მოიჯარეს დაკეტილი ჰქონდა. წაიღეს თუ არა რამე ჯიხურიდან, ვერ გეტყვით. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის …

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, საცხობი გატეხეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 23 ოქტომბერს დილით, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საცხობიდან წაღებულია თანხა. საცხობთან უკვე იმყოფება პოლიცია. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, იქვე მდებარე მეორე საცხობის მეპატრონე ობიექტთან მაშინ მივიდა, როცა დამნაშავე მის გატეხვასაც ცდილობდა. მომხდარ ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

ბათუმში ჩასარიცხი აპარატი გატეხეს – გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო

ბათუმში 8 სექტემბერს ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. შემთხვევა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია ადრე დილიდან მუშაობდა. წაიღეს თუ არა აპარატიდან თანხა და რამდენი, „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით“. ეს მუხლი ქურდობას გულისხმობს. სს კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით: „ქურდობა, ესე იგი, …

ბათუმში მაღაზიების გაქურდვაში 2 არასრულწლოვანი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 3 პირი: 2002 წელს დაბადებული ვ.ა., 2002 წელს დაბადებული რ.ლ. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ამხილეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 20 აპრილს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან …

ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაქურდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევა 13-14 იანვრის ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვთხრეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული ქურდობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.  

შსს: ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. ბათუმში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი …

მემედ აბაშიძის გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ტანსაცმლის მაღაზია „ბექსთეიჯი“ გატეხეს. მაღაზიაში შესვლა დამნაშავემ სავარაუდოდ ვერ მოახერხა, შესაბამისად, მაღაზიიდან არაფერი წაუღიათ. მაღაზიაში ამ დროისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. „დილით, როცა მოვედი, მაღაზიის ვიტრინა ჩატეხილი დაგვხვდა. სხვა არ ვიცი, რა მოხდა,“ – ამბობს მაღაზიის მენეჯერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას …

მახინჯაურში მანქანა გაქურდეს

ბათუმში დღეს, 27 ივლისს,  ავტომანქანა გაქურდეს. ფაქტი მახინჯაურის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს – ქურდობა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა ტურისტების იყო.

ბათუმში ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი პასუხისგებაში მისცეს

შს სამინისტროს ინფრომაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი – 2000 წელს დაბადებული ლ.ც., 2002 წელს დაბადებული გ.ნ. და 2001 წელს დაბადებული ლ.წ. პასუხისგებაში მისცეს. როგორც შსს იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა, მიმდინარე წლის 23 ივლისს, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სილამაზის …

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული ი.ც. და 1980 წელს დაბადებული მ.ც. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს …

შსს: ბათუმში ბოლო ერთ კვირაში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი გახსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი გახსნეს, ხოლო 1 ფაქტი აღკვეთეს: „დაკავებულია 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ი. და 1990 წელს დაბადებული ვ.კ.“ „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან 2 მაგნიტოფონი, 2 ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, …

Exit mobile version