ქორწინების რეგისტრაცია აგვისტოდან ძვირდება, ფასები იზრდება სხვა მომსახურებაზეც

საქართველოს მთავრობის დადგენილებით პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი ეღირება. სამოქალო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კი, დღესდღეობით ამ მომსახურების ღირებულება 50 ლარია. ტარიფები იცვლება სხვა მომსახურებაზეც. მაგალითად, თუ დღეს სპეციალური სარიტუალო მომსახურება ქორწინების სახლში შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, 1-ელი აგვისტოდან 225 ლარის გადახდა მოგიწევთ. სხვა …

ქორწინების რეგისტრაციისას სარიტუალო მომსახურება ისევ აიკრძალა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2020 წლის 10 სექტემბრიდან ქორწინების რეგისტრაცია და პირველადი მოწმობის გაცემა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე. სარიტუალო მომსახურებით ქორწინების რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა დასაშვები 21 ივლისიდან იყო. მანამდე სარიტუალო მომსახურება იუსტიციის მინისტრის 15 ივლისის ბრძანებით იყო აკრძალული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში ქორწილებიც აიკრძალა, მოგვიანებით კი ქორწილის გადახდა ღია სივრცეში გახდა დასაშვები …

წულუკიანმა განსაზღვრა, ვის შეუძლია დაესწროს წყვილის ქორწინების რეგისტრაციას 

ქორწინების სახლები სარიტუალო მომსახურებას ეტაპობრივად განაახლებენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. ვინაიდან 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, იმ პირების ჩამონათვალი განსაზღვრა [მაქსიმუმ 9 კაცით], რომლებიც დასაქორწინებელ პირებთან ერთად შესაძლოა დაესწრონ ხელის მოწერის რიტუალს. მინისტრის ბრძანებით, საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოგრაფი. აუცილებელია სოციალური დისტანციის …

ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას

75 წლის ციალა პერტია შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს, რადგან მეუღლესთან ერთად 29 წლის განმავლობაში ქორწინების რეგისტრაციის გარეშე იმყოფებოდა. მისი მეუღლე 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმის გამო, რომ მემკვიდრეობის უფლების მისაღებად ქორწინების რეგისტრაციაა საჭირო, ციალა პერტია მემკვიდრეობის, ანუ ქონების გარეშე დარჩა. საცხოვრებელი ბინა ტაბიძის ქუჩაზე ციალა პერტიას მაზლმა გაიფორმა და მისგან ახლა სახლიდან წასვლას ითხოვს. …

Exit mobile version