10 მილიონი ხულოს ვაშლოვანში ახალი სკოლისა და საერთო საცხოვრებლის ასაშენებლად

ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში საჯარო სკოლის არსებულ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე ახალ შენობას ააშენებენ. სკოლის სამსართულიან შენობასთან ერთად ააშენებენ ხუთსართულიან კამპუსსაც [საერთო საცხოვრებელს]. საჯარო სკოლის ახალი შენობა გათვლილია 300 ბავშვზე, ხოლო კამპუსი 170 ადამიანზე. საჯარო სკოლის ძირითადი შენობის და კამპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან [2022-2025 წწ] სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ 10 მილიონ 283 …

სააგენტო ხულოს სოფელ ვაშლოვანში სკოლა-პანსიონის მშენებლობისთვის საჭირო ფასს ადგენს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ფასთა კვლევას ატარებს. სკოლა-პანსიონი ქვემო ვაშლოვანში არსებული სკოლის შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს. სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადად 3 თვეა განსაზღვრული, ხოლო სრული საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების ვადად – 12 თვე. დაინტერესებულმა პირებმა სააგენტოს თავიანთი ფასები, რაც დასჭირდება პროექტირება-მშენებლობას, 2019 წლის 7 …

ხულოს სკოლა-პანსიონი, რომელიც ქვემო ვაშლოვანში აშენდება – ესკიზური პროექტი მზადაა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში დაგეგმილია საჯარო სკოლა-პანსიონის მშენებლობა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს მიერ მომზადდა სასწავლებლის შენობის ესკიზური პროექტი, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკისა და საინჟინრო გეოლოგიის შესაბამისად უნდა მოერგოს საპროექტო ტერიტორიას. „პროექტის კონკრეტულ ტერიტორიაზე მიბმა გამოიწვევს არქიტექტურული პროექტის გარკვეულ ცვლილებებს. შესაძლებელია შეიცვალოს გარე კიბეების, პანდუსებისა და ცოკოლის სიმაღლე,“ – აცხადებენ სააგენტოში. სრული …

Exit mobile version