კერამიკული ნაწარმი ტყვიასა და კადმიუმზე უნდა შემოწმდეს – ახალი რეგლამენტი

საქართველოში სურსათისთვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმი ბაზარზე ვერ გაიყიდება, თუ ის არ იქნება შემოწმებული მძიმე მეტალებზე – ტყვიასა და კადმიუმზე. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც კერამიკული ნაწარმის გასაყიდად შესაბამისობის დეკლარაცია იქნება საჭირო. დეკლარაციაში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ სურსათისთვის განკუთვნილ კერამიკულ ნაწარმში ტყვიისა და კადმიუმის მიგრაციის ზღვარი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერამიკული …

მექვევრეობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება დღეს, 2021 წლის 12 აპრილს ამოქმედდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მანამდე მიენიჭა თავად ქვევრს, ასევე ქვევრის ღვინოს. ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა იუნესკომ 2013 წელს. ღვინის დაყენების ქართული …

ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ორი ქვევრი აღმოაჩინეს

ქობულეთში, სოფელ ჩეხედანაში მცხოვრებმა კობა ხაბაზმა საკუთარი სახლის ეზოში ძველი ქვევრები აღმოაჩინა. ქვევრების სიძველე ჯერ არავის დაუდგენია. თავად კობა ხაბაზი ამბობს, რომ წინა თაობებისგან არაფერი სმენია ეზოში ქვევრების არსებობის შესახებ. ორი ქვევრი ერთმანეთის გვერდიგვერდ კობა ხაბაზმა რამდენიმე დღის წინ იპოვა. „ეზოს მოპირკეთება გადავწყვიტე და მაშინ აღმოვაჩინეთ ეს ქვევრები,“ – გვიყვება კობა ხაბაზი, – „ნაძვის ძირას …

შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, X-XI საუკუნეების ქვევრი აღმოაჩინეს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეებში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ,  ქვევრი აღმოაჩინეს. ქვევრი ადგილობრივმა შალვა გოგიტიძემ საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისას მიწაში იპოვა. შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის ინფორმაციით, ქვევრი მხოლოდ მცირედით მაშინ დაზიანდა, როდესაც შალვა გოგიტიძე ტალავერის მოსაწყობად, ბოძებისთვის ბარით მიწას ამუშავებდა, ნატეხები კი, რომელიც ქვევრს  ჩამოტყდა, ბათუმში ჩამოიტანეს და შესასწავლად აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს, ამირან კახიძეს გადასცეს. პირველადი …

Exit mobile version