ქვედა თხილვანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მეწყერმა ერთ სახლთან მისასვლელი საავტომობილო გზა ჩაკეტა და ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი ხიდი, რომელიც თავის დროზე მეწყერმა დააზიანა, კიდევ უფრო ჩაიტანა ხევში. „ეს ხიდი 15-20 წელია უფუქციოა, სოფელს აქვს სხვა გზაც. ახლა მეწყერმა ხიდი კიდევ უფრო ქვევით ჩაიტანა. აქედან 50-60 მეტრია სახლებამდე, ჯერჯერობით საფრთხე …

აჭარის მაღალმთიანეთში მოთოვა

აჭარის მაღალმთიანეთში მოთოვა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვა გვიან ღამით დაიწყო, დღეს 3 აპრილს, დილით თოვლის საფარი 3-4 სმ-მდე აღწევს. სოფლებში, ძირითადად, ტყემლის ხეები ყვავის. ფოტოები სოფელ ქვედა თხილვანიდან თეიმურაზ ქამადაძემ მოგვაწოდა:

 ქვედა თხილვანელთა განსახლების ვადა სექტემბერში იწურება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები 63 ოჯახიდან, ორმა ოჯახმა, სახელმწიფო განსახლების პროგრამაში ჩართვასა და 25 000 ლარის მიღებაზე უარი განაცხადა. მისივე ინფორმაციით ორ ოჯახს ბინა, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლში გადაეცა, ხოლო დანარჩენ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების შესაძენად, 25 000 ლარი, პირად ანგარიშებზე დაერიცხათ. „ორმა ოჯახმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, თუმცა მათთვის …

ქვედა თხილვანაში მეწყერი აქტიურდება [ფოტოამბავი]

სოფელ ქვედა თხილვანაში, ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი დღეა მდინარის კალაპოტში წყლის მასამ იმატა, რასაც მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერების გააქტიურება მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ მთაზე, რომელიც მეწყრული კერაა და სოფელს ემუქრება, თოვლმა  დნობა დაიწყო. ფოტოები ადგილობრივმა თეიმურაზ ქამადაძემ მოგვაწოდა.  

Exit mobile version