დღეს, დილის 5 საათისთვის თბილისში რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლას განცხადებით ეხმაურება ქართველ მუსლიმთა კავშირი. განცხადებას ამ კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც რელიგიური ორგანიზაცია ვცდილობთ თავი შევიკავოთ ღიად ჩვენი დამოკიდებულების დაფიქსირებისაგან. თუმცა ვფიქრობთ ეს ის მომენტია, როცა არავის არ აქვს უფლება ჩუმად დარჩეს. ამ …
Tag Archives: ქართველ მუსლიმთა კავშირი
ქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინელ ხალხს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავს
ქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინელ ხალხს უკრაინის მართლამდიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „სრულიად უკრაინელ ხალხს, საქართველოს მუსლიმების სახელით სულითა და გულით გილოცავთ უკრაინის მართლამდიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც 7 იანვარს ტომოსის მიღებით განმტკიცდა სტამბულში. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვულოცავ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინელ მართლმადიდებელ …
ქობულეთის მერია რელიგიურ დაპირისპირებას ვერ ხედავს – პანსიონის საქმე
„ცოტა ღრმა ანალიზი სჭირდება ამას მუნიციპალიტეტისგან. თუ მუნიციპალიტეტი იტყვის, რომ ხალხი უარს ამბობს, ერთიც ხალხია და მეორეც…“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ქობულეთის მერიის წარმომადგენელს “ქობულეთის პანსიონის საქმის” განხილვის დროს. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტს 2016 წელს მიმართა და ქობულეთის პანსიონის წყლისა …
Continue reading “ქობულეთის მერია რელიგიურ დაპირისპირებას ვერ ხედავს – პანსიონის საქმე”
ბათუმში მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა ჩატარდება
ბათუმში, 12-13 ნოემბერს, კონფერენცია “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ორგანიზებით „ბათუმის მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა“ ჩატარდება. კონფერენციის მიზანია სხვადსხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავება, რელიგიების დამოკიდებულებისა და ხედვის წარმოჩენა მსოფლიოში საყოველთაო მშვიდობის აუცილებლობის თაობაზე, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებში ტოლერანტული, შემწყნარებლური გარემო წახალისება. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „მედიის როლი რელიგიურ და კულტურული …
Continue reading “ბათუმში მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა ჩატარდება”
გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე
„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პრემიერ-მინისტრთან არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მუსლიმთა კავშირში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან „არაკორექტული და გაუზრებელი განცხადებები“ დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს შეუწყობს მარგინალიზაციას. საუბარია 6 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავდნენ და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, არჩილ მეტრეველმა …
Continue reading “გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე”