სააფთიაქო ბიზნესში მყოფი 5 პირი დააკავეს ფსიქოტროპული წამლების გაყიდვაზე

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, სადაც უკანონოდ ყიდდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ. რეცეპტის გარეშე, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო …

აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო გაყიდვზე 5 პირი პასუხისმგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 4 ფაქტი, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 5 პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისის და რუსთავის სხვადასხვა უბანში მდებარე, მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით ყიდდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ფიზიკურ პირებზე რეცეპტის გარეშე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით …

ბათუმსა და თბილისში აფთიაქებში სამალავებიდან ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისსა და ბათუმში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა. სააგენტოს ცნობით, მათ თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა აფთიაქის ნებართვის გარეშე. 11 აფთიაქის …

დააკავეს 5 აფთიაქის ხელმძღვანელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს. „გამოვლინდა ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები. თბილისის მასშტაბით სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე გაიცემოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები. შესაბამისი განჩინების საფუძველზე დაკავებულია ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი, რომლებსაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება,“-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ. აღნიშნული აფთიაქებიდან ამოიღეს დიდი ოდენობით …

გამოვლინდა „სააფთიაქო ნარკომანიის“ 19 ფაქტი – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია 19 აფთიაქი, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული …

მებაჟეებმა გამსვლელ პუნქტებში ნარკოტიკი და არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებში, 17-23 სექტემბერს, გამოვლენილია სხვადასხვა რაოდენობის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, აღიკვეთა სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები, გამოვლინდა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“: საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 153 916.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული …

ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „ბათუმის აეროპორტი“, სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული [18 აბი] და ფსიქოტროპული [11 აბი] ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. „საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე …

ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ბათუმის აეროპორტი“ და  „თბილისის აეროპორტი“ – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერაყისა და ბანგლადეშის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ აეროპორტებში, მიმდინარე წლის 15-17 იანვარს, სულ 37 აბი და 100 კაფსულა ამოიღეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში –  ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები – ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პოლონეთის, საბერძნეთისა და ისრაელის მოქალაქეების, რ.ლ.ლ-ს, ლ.ნ.-ს და მ.ნ.-ს კუთვნილი ხელბარგების დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული …

სადახლოსა და სარფში მარიხუანა და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 – 29 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – “სადახლო-საავტომობილოსა”  და “სარფში” ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და  საბერძნეთის მოქალაქეების, ე.გ-ს, ს.ს-სა და ლ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული (9 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა …

სასამართლო ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის საქმეს განიხილავს

„ვეთანხმები, ურეცეპტოდ გავცემდი და არც აფთიაქის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში მქონდა გატარებული მედიკამენტები, მაგრამ არ ჰქონდათ წამლების წაღების უფლება“ – მიმართა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს აფთიაქის „ლუგოს პლიუსის“ დირექტორმა, ნატო მესტვირიშვილმა. აფთიაქის სამართალდამრღვევად ცნობას, სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტო მოითხოვს, რომლის წარმომადგენელმაც 27 აპრილს გაფორმებული ოქმში დააფიქსირა 2817 ერთეული მედიკამენტის ურეცეპტოდ შენახვა და გაცემა, მათ შორის, 16 ფსიქოტროპული …

ბათუმში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტი გამოვლინდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით ბათუმში  ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის წესის დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ეთერ ჟორდანიას თქმით, საქმე ეხება ბათუმში ერთ-ერთ ახალგახსნილ ავტორიზებულ აფთიაქს. “კონტროლის შედეგად გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტები, სათანადო რეცეპტის გარეშე. ასევე გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების აღრიცხვის წესის დარღვევა. ნაწილ ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებზე ვერ იქნა წარმოდგენილი მიღების …

Exit mobile version